გამოგვიწერეთ

ინტერვიუ

ირლანდიასთან მორიგი დიდგორი გველოდება: ინტერვიუ ილია სპანდერაშვილთან

გააზიარეთ

საქართვლოს მორაგბეთა  ეროვნული გუნდი  5 ივლისს 2025 წლის ზაფხულის  სერიის ფარგლებში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მსოფლიო რეიტინგის მოწინავე სამეულში შემავალი გუნდი ეწვევა.  ირლანდიის გარდა, რიჩარდ ქოქრილის შეგირდები, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, სამხრეთ აფრიკას და სამხრეტ აფრიკულ ფრენჩაიზ ჩიტასს დაუპირისპირდებიან.

მნიშვნელოვანი სანაკრებო მატჩების წინ, ბორჯღალოსნების და ფრანგული  ვალენს რომანსის  მორაგბეს,  ილია სპანდერაშვილს დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

სადებიუტო ფრანგულ სეზონზე

ჩემი მიზანი  იყო საფრანგეთში მეთამაშა.სამწუხაროდ, კარიერის ადრეულ წლებში ეს  ვერ მოვახერხე, მაგრამ დღეს აქ ვარ. ადაპტაცია  ცოტა გამიჭირდა, განსხვავებული სათამაშო სტილი, მაღალი ტემპი, მაგრამ რთული ეტაპი უკან მოოვიტოვე და გაცილებით რთული მისიების შესასრულებლად ვემზადები. წლევანდელ სეზონს “მოთელვის სეზონს” ვუწოდებდი, რადგან მცირედით “უკმაყოფილების გემოს” მიტოვებს.

 

 

სადებიუტო ლელო საფრანგეთში 

ლელოს გატანა ყოველთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, მითუმეტეს ახალ გუნდსა და ჩემპიონატში.

 

ირლანდიასთან მატჩზე

დროა ქართული სარაგბო ოჯახის დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და შევანგრიოთ კარი, სადაც ამდენი ხანია არ გვიშვებენ. როგორც ჩვენი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე იტყოდა, ირლანდიასთან მორიგი “დიდგორის ბრძოლა” გველოდება. შეგვიძლია ირლანდიის დამარცხება? არაერთხელ დავამატკიცეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან თამაში და მოგება შეგვიძლია.

 

საქართველო ირლანდიის მატჩი 5 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00-ზე გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ინტერვიუ