გამოგვიწერეთ

რაგბი

სერგი ჩხაიძე: გვაქვს ამბიცია, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ

გააზიარეთ

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, 7-კაცა რაგბის სეზონიც იწყება. 13-15 ივნისის ჩათვლით, საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპს ითამაშებს. ტურნირის პირველი ეტაპი ხორვატიის საკურორტო ქალაქ მაკარსკაში გაიმართება.

ჩვენი  გუნდი, ბესიკ ხამაშურიძის და გია ლაბაძის ხელმძღვანელობით, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ემზადება. როგორი მოლოდინებია ტურნირის წინ და რა უნდა ელოდოს ქართული რაგბის გულშემატკივარი 7-კაცა ნაკრებისგან, ამ საკითხზე  ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ სერგი ჩხაიძეს ვესაუბრეთ.

“ბათუმთან ჩემპიონი გავხდი და უკვე სრულად 7-კაცა ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული. სამწუხაროდ, მსოფლიო ჩელენჯერის სერია ჩაგვივარდა და გვსურს  ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით  ვიასპარეზოთ. ჩემი აზრით, ჩვენს ნაკრებს აქვს აქვს იმის პოტენციალი, რომ  ამ ტურნირზე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ.” – გვითხრა სერგი ჩხაიძემ

შეგახსენებთ, საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა შარშანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე  მესამე ადგილი დაიკავა და მსოფლიო  სერიის ჩელენჯერის საგზური მოიპოვა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად რაგბი