გამოგვიწერეთ

MMA

UFC-ს მსოფლიო ჩემპიონატი – თოფურიას იდეა

გააზიარეთ

ილია თოფურია რამდენიმე დღის წინ ჯო როგანის პოდკასტში იყო, რომელშიც საკუთარი ინოვაციური იდეა გააჟღერა – მსოფლიო ჩემპიონატი UFC-ში.

თოფურიას იდეა UFC-ს მსოფლიო ჩემპიონატის თაობაზე ჯუდოს გუნდური ჩემპიონატის მსგავსია. ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით მან როგანის პოდკასტში ისაუბრა:

“არ ისურვებდით, მსოფლიო ჩემპიონატს MMA-ში? მაგალითად, 7 საუკეთესო მებრძოლი წონების მიხედვით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 7 საუკეთესო მებრძოლი რუსეთიდან. ის, ვინც 4 ჩხუბს მოიგებს, გამარჯვებულია”, – განაცხადა თოფურიამ.

აღსანიშნავია, რომ ჯო როგანმა, რომელსაც UFC-ში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, ილიას ეს იდეა მოიწონა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად MMA