გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

დავიდე ნიკოლა – დაჩი მოედანზე მშვიდად გამოიყურებოდა

გააზიარეთ

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის მეშვიდე ტურში კიდევ ერთი ქართველის დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტი რომ შედგა ამას წინათ კი გამცნეთ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი კრემონეზეს რიგებში უდინეზეს წინააღმდეგ მოედანზე მატჩის 61-ე წუთზე გამოჩნდა და იტალიური მედიისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.

მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა კრემონეზეს მთავარმა მწვრთნელმა დევიდე ნიკოლამ ჟურნალისტებთან ქართველი ფეხბურთელის თამაშიც შეაფასა.

„ბევრი ყვითელი ბარათი დაგვიგროვდა და ლორთქიფანიძის მოედანზე გამოჩენაც ამან განაპირობა. ინტენსივობა ფეხბურთის ნაწილია, რამდენიმე ფეხბურთელს დასვენებაც ესაჭიროებოდა და ამიტომაც აქცენტი დაჩის განვითარებაზე გავაკეთეთ. 

ვფიქრობ, ის მოედანზე მშვიდად გამოიყურებოდა და ნერვიულობა არ ეტყობოდა. თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ამაში გასაკვირი არაფერია, დაჩი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა და გვჯერა კიდევ უფრო მოუმატებს“ – აღნიშნა კრემონეზეს დამრიგებელმა.

შვიდი ტურის შემდეგ კრემონეზე 10 ქულით მეათე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას კრემონეზე 25 ოქტომბერს ატალანტას წინააღმდეგ გამართავს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი