გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

დინამოს თრილერი კვიპროსში

გააზიარეთ

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე თბილისის დინამომ შესანიშნავი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფისკენ — გიორგი ჭანტურიას გუნდი კვიპროსში აეკ ლარნაკას დაუპირისპირდა და დრამატულ შეხვედრაში 4:3 გაიმარჯვა.

შეხვედრა უხვგოლიანი და ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი ბურთი მასპინძლებმა გაიტანეს, თუმცა დინამოს ერთ-ერთმა ლიდერმა, რეზიკო დანელიამ, ზუსტ დარტყმით ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. მალევე აეკი ისევ დაწინაურდა და ტაიმი 2:1 დაასრულა.

მეორე ნახევარში თბილისელებმა მატჩის სცენარი სრულად შეცვალეს. 51-ე წუთზე ნიკა ჩოლოყავამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო რვა წუთის შემდეგ დოლტმურზიევმა საქართველოს ჩემპიონი პირველად გაიყვანა წინ. კვიპროსელებმა მალევე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა, თუმცა 69-ე წუთზე თემურ ოდიკაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:3 დინამოს სასარგებლოდ.

საპასუხო მატჩი 5 ნოემბერს დინამო არენაზე გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გასული გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ლუდოგორეცსა და დინამო მინსკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ფეხბურთი