გამოგვიწერეთ

ნაკრები

თუ ესპანეთს მოვუგებთ – ავფრინდებით!

გააზიარეთ

11 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ ისტორიულ გამოცდას ჩააბარებს — ვილი სანიოლის გუნდი ელჩეში ევროპის ჩემპიონს, ესპანეთს დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის საქართველო ფიფას მსოფლიო რეიტინგში 68-ე ადგილს იკავებს, თუმცა გამარჯვება სერიოზულ წინსვლას მოიტანს. არსებული პროგნოზებით, ესპანეთთან მოპოვებული სამი ქულა საქართველოს ნაკრებს დაახლოებით 4–5 პოზიციით წინ წაიყვანს და რეიტინგში 63-ე ან 64-ე ადგილამდე აამაღლებს.

ფრის შემთხვევაშიც ნაკრები პოზიციას გაუმჯობესებს — მინიმუმ ერთი ან ორი საფეხურით.

რეიტინგის ცვლილება დამოკიდებულია არა მხოლოდ მატჩის შედეგზე, არამედ სხვა ეროვნული გუნდების გამოსვლებზეც, თუმცა აშკარაა, რომ ესპანეთთან დადებითი შედეგი საქართველოსთვის სერიოზული მიღწევა იქნება, როგორც პრესტიჟის, ისე რეიტინგის თვალსაზრისით.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები