გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერია ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

გააზიარეთ

იბერია 1999 უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.

ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისელებმა სლოვანთან ფრედ 1:1 ითამაშეს, თუმცა პირველი შეხვედრა შინ, 0:2 ჰქონდა წაგებული.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. სლოვაკურმა კლუბმა პირველ 20 წუთში მეტ-ნაკლებათ სახიფათო სამი მომენტი შექმნა.

ტაიმის მიწურულს სლოვანმა ანგარიში მაინც გახსნა. საჯარიმოში იბერიას მცველებმა არადამაჯერებლად ითამაშეს, ასხლეტის შემდეგ კი, უკრაინელმა ფორვარდმა, ნიკოლა კუხარევიჩმა ბურთის მაკარიძის კარის ბადეში თავური დარტყმით გაახვია. ეს მოხდა პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე.

შესვენების შემდეგ იბერიამ მალევე გაათანაბრა – მე-51 წუთზე სიხარულაშვილმა მშვენიერი მოძრაობით მეტოქის მცველი ჩამოიცილა და საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში 1:1 გახადა.

71-ე წუთზე გიორგი მაკარიძემ შესანიშნავად ითამაშა და კარი გაშვებული გოლისგან ორჯერ გადაარჩინა. ქართველმა მეკარემ ჯერ განელი რაჰიმ იბრაჰიმის დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი, იაპონელი დაიკი მაცუოკაც გაწბილებული დატოვა.

ბოლო წუთებზე თბილისური კლუბის ბევრს ეცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა და უეფას ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა.

იბერია 1999-მა ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდიის კლუბი ლარნე იქნება. თუ ქართული გუნდი ლარნეს ბარიერს გადალახავს, კიდევ ერთი ეტაპი დარჩება, რათა ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდეს. ხოლო თუ ლარნესთან გავა და შემდეგ გავარდება, მაინც მოხვდება ჯგუფში, ოღონდ კონფერენციიის ლიგის ჯგუფში.

ასე რომ, ლარნესთან 6 და 13 აგვისტოს უმნიშვნელოვანესი თამაშებია.

ჩემპიონთა ლიგა

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი: 2:0

სლოვანი (სლოვაკეთი)-იბერია 1999 (საქართველო) 1:1

ბრატისლავა. ტეხელნე პოლე

1:0 კუხარევიჩი (44); 1:1 სიხარულაშვილი (51)

სლოვანი: პოპოვიჩი, ბლექმენი, ბაჟრიჩი, მარკოვიჩი, სანდრო კრუზი, კრისტიან მარტინესი (იბრაჰიმი 63), პოკორნი, გაიდოსი (მაცუოკა 71), მაროსი (მუსტაფიჩი 71), ირაჯანგი (ზუბერუ 63), კუხარევიჩი (ტომაშკო 84)

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სულიმოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე (ბოჭორიშვილი 76), კუცია (ბართიშვილი 55), ქარდავა (ალჰასანი 55), დადიანი, კაფე (ძაგანია 65), სიხარულაშვილი (ენდე 76), ნაჭყებია

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები