გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერიას შანსი ძირითად ბადეში მოსახვედრად

გააზიარეთ

თბილისის იბერიამ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვანთან ვერაფერი გააწყო და ტურნირს დაემშვიდობა.

საქართველოს ჩემპიონი ევროთასებზე გამოსვლას ევროპა ლიგაზე აგრძელებს. მისი მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდიის კლუბი ლარნე იქნება.

თუ იბერიამ ლარნეს ბარიერი წარმატებით დაძლია ევროპა ლიგის ძირითად ტურნირზე მოსახვედრად თამაში ფლეი ოფში მოუწევს. თან კონფერენს ლიგის ძირითად ბადეში ავტომატურად მოხვდება. თუ ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდთან ორი თამაშის ჯამში იბერია დამარცხდა ასეთ შემთხვევაში ქართულ გუნდს კონფერენს ლიგის ფლეი ოფში მოუწევს ბრძოლა. ასე რომ სანუკვარი მიზნის მისაღწევად იბერიას კარგი შანსები აქვს.

რა გუნდია ლარნე?

ლარნე იბერიაზე 110 წლის წინ, 1889 წელს დაარსდა. ამხელა ისტორიის მიუხედავად, პირველად ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი 2022-23 წლის სეზონში გახდა. სულ კი, სამგზის ჩემპიონია.

ლარნემ წლევანდელ ევროთასებზე გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრე ფიორისთან შეხვედრით დაიწყო. ბრიტანელებმა სან მარინოს კლუბს სტუმრად, 1:0 მოიგეს, შინ კი 2:1 დაამარცხეს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ლარნეს სერბულ ცრვენა ზვეზდა შეხვდა. იბერია მომავალ მეტოქეს ბალკანელებმა თავ-ბედი აწყევლინეს და ორი მატჩის ჯამში 9:0 (0:4, 0:5) მოუგეს.

ლარნესა და იბერიას შეხვედრები 6 და 13 აგვისტოს გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი ჯერ სტუმრად ითამაშებს, მერე – შინ.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ევროტურნირები