გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

იბერია ბრატისლავაში სენსაციის იმედად

გააზიარეთ

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის იბერია 1999 სტუმრად, ბრატისლავაში სლოვანს დაუპირისპირდება.
სლოვაკეთის დედაქალაქში მატჩი 22:15 საათზე დაიწყება.

ამ გუნდების თბილისური შეხვედრა სლოვანის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ორივე გუნდი დღევანდელ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. სლოვანმა სლოვაკეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში ბანსკა ბისტრიცა 4:0 გაანადგურა.
იბერიამ კი საქართველოს ,,დავით ყიფიანის” სახელობის თასზე ზესტაფონის მარგვეთს 3:1 სძლია და მერვედფინალში გავიდა.

გავიხსენოთ ისიც, რომ იბერიამ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ტალინში 3:2 გაიმარჯვა. შინ კი ფრედ 2:2 ითამაშა.

სლოვანი კი ევროტურნირებზე პირდაპირ მეორე ეტაპიდან ჩაერთო.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები