გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ინტრიგა არველაძის ქასიმფაშაში – ტრანსფერი უცნაურად ჩაიშალა

გააზიარეთ

შოთა არველაძის ქასიმფაშა კვლავ აქტიურად ეძებს შემადგენლობის გაძლიერების გზებს. თურქული კლუბის ერთ-ერთი შესაძლო შენაძენი გენტის 19 წლის ცენტრალური მცველი ჰუგო გამბორი იყო, თუმცა ტრანსფერი მოულოდნელად ჩაიშალა.

მხარეებს შეთანხმებამდე სულ ცოტა აკლდათ. პროცესში მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც არველაძემ ბელგიიდან მიიღო ინფორმაცია, თითქოს ახალგაზრდა ფრანგ მცველს მუხლის პრობლემა ჰქონდა. ქართველმა სპეციალისტმა საბოლოოდ უარი თქვა ფეხბურთელის გადაბირებაზე.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ რეალურად გამბორი ტრავმირებული არ არის. ჟურნალისტის, საშა ტავოლიერის თქმით,  რაღაც გარემოება შეიცვალა, რის გამოც ტრანსფერი ვერ შედგა, თუმცა დეტალებზე ჟურნალისტი არ საუბრობს.

შეგახსენებთ, ქასიმფაშამ თურქეთის სუპერლიგა წარუმატებლად დაიწყო. ჯერ ანთალიასფორთან დამარცხდა, შემდეგ კი ტრაბზონსპორთან მინიმალური სხვაობით წააგო (0:1).

კიდევ ერთი ჟურნალისტი, ჰუგო გამბორიც გამოეხმაურა ამ თემას:

“ქასიმფაშაში გარიგება დასრულდა! ქასიმფაშას მენეჯერმა შოთა არველაძემ ბელგიიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა ჰქონდა… და ახლა არველაძეს გამბორი აღარ სურს. ერთადერთი შენიშვნა: ცენტრალური მცველი ტრავმირებული არ არის!”.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი