გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გაგნიძეს რუსეთიდანაც უშვებენ

გააზიარეთ

ლუკა გაგნიძე უკვე წლებია, რაც რუსეთის ჩემპიონატში ირჯება. გაგნიძე მოსკოვის დინამოს 2021 წელს შეუერთდა, თუმცა თავის დამკვიდრება გაუჭირდა და ძირითადად რუსულ გუნდებში იჯარის წესით თამაშობდა.

რუსული სპორტ ექსპრესი იტყობინება, რომ მოსკოველებმა გაგნიძის გაყიდვა გადაწყვიტეს. საქმე ისაა, რომ მთავარი მწვრთნელის, ვალერი კარპინის აზრით, ქართველი ნახევარმცველი გუნდში კონკურენციას აგებს, ხოლო კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება.

ჯერჯერობით, ქართველი ნახევარმცველის მიმართ კონკრეტული ინტერესი არ არსებობს. იქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაგნიძე კარიერას ფოთის კოლხეთში გააგრძელებდა.

ლუკამ მოსკოვური გუნდის მაისურით მხოლოდ 34 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, თუმცა განცხადებებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსეთში თამაშით კმაყოფილია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები