გამოგვიწერეთ

MMA

ისტორიული ჩხუბის მოლოდინში

გააზიარეთ

ახლახან იყო მერაბ დვალიშვილმა ლას-ვეგასში საჩემპიონო ქამარი ამერიკელი კორი სენდჰეგენის მიბეგვით დამაჯერებლად რომ დაიცვა, სულ მალე კი ქართველ მებრძოლს და UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს მორიგი ჩხუბი ელის.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ მერაბ დვალიშვილი კიდევ ერთ ბრძოლას 7 დეკემბერს, ისევ ლას ვეგასში გამართავს და მისი მეტოქე რუსი პიტერ იანი იქნება.

ნიშანდობლივია, რომ ეს ბრძოლა მერაბ დვალიშვილისთვის შესაძლოა ისტორიულიც გამოდგეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ იანის დამარცხების შემთხვევაში ჩვენებური გახდება პირველი მებრძოლი, რომელიც საჩემპიონო ქამარს ერთ კალენდარულ წელიწადში ოთხჯერ დაიცავს. შეგახსენებთ, კორი სენდჰეგენის გარდა დვალიშვილმა იანვარში უმარ ნურმაგომედოვი გალახა, ხოლო ივნისში შონ ომალის მოუგო.

საერთო ჯამში, 34 წლის დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში 25 შეხვედრა გამართა, საიდანაც 21 მოიგო. ორგანიზაცია UFC-ში მას ზედიზედ 14 გამარჯვება აქვს, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია.

მერაბ დვალიშვილსა და პიტერ იანს შორის ეს პირველი დაპირისპირება არ იქნება. 2023 წლის 12 მარტს ქართველმა რუსი თავის სტილში აუღელვებლად და ცეკვა-ცეკვით დაამარცხა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად MMA