გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

კაბო ვერდემ ისტორია დაწერა

გააზიარეთ

აფრიკის ერთ-ერთმა ყველაზე მცირე ქვეყანამ, კაბო ვერდემ, საოცარი შედეგი დააფიქსირა – ქვეყნის ისტორიაში პირველად მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა.

შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის გადამწყვეტ ტურში კაბო ვერდემ საკუთარ მოედანზე ესვატინის ნაკრები დაამარცხა და 23 ქულით ჯგუფში პირველ პოზიციაზე გავიდა, რითაც მუნდიალის საგზური მოიპოვა.

კუნძულელებმა კონკურენციაში კამერუნს, ლიბიას, ანგოლას, მავრიტანიასა და ესვატინის აჯობეს. აღსანიშნავია, რომ ამ ზაფხულს კაბო ვერდემ ქუთაისში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ამხანაგურად ითამაშა (1:1), სადაც ვილი სანიოლის გუნდს განახლებული შემადგენლობა ჰყავდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი