გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მიზანთან ახლოს – კრიშტიანოს 950

გააზიარეთ

კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი გაიტანა, რომელიც ერთგვარად საიუბილეოც გამოდგა. ვეტერან პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კარიერაში უკვე 950 გოლი დაუგროვდა.

რონალდოს ალ ნასრმა არაბთა გაერთიანებული საემიროების ჩემპიონატის მეექვსე ტურში სტუმრად  ალ ჰაზემი 2:0 დაამარცხა. ანგარიში 25-ე წუთზე ჟოაო ფელიქსმა გახსნა, საბოლოო წერტილი კი 88-ე წუთზე კრიშტიანომ დასვა, რომლის გაცხადებული სურვილიც მისი შთამბეჭდავი კარიერის დასრულებამდე 1000 გოლის გატანაა.

კრიშტიანო რონალდუმ  450 გოლი მადრიდის  რეალის რიგებში გაიტანა,  მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 145, პორტუგალიის ნაკრებში თავი 143-ჯერ გამოიჩინა,  106 გოლი  ალ ნასრის შემადგენლობაში შეაგდო, 101-ჯერ იუვენტუსის ქომაგები გაახარა, ხოლო 5 გოლი კარიერის საწყის ეტაპზე სპორტინგში თამაშის პერიოდში.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ფეხბურთი