გამოგვიწერეთ

ფარიკაობა

მსოფლიო სანდროსია

გააზიარეთ

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენებური ფინალში ფრანგ ჟან ფილიპ პატრისს გაეჯიბრა და მარტივად, 15:9 აჯობა.

ოქროსკენ მიმავალ გზაზე ბაზაძემ უფრო რთული ბრძოლები გადაიტანა: ჯერ ვილიამ მორილი 15:10 დაამარცხა; შემდეგ ერთმანეთს ეგპიტელები მიაყოლა: მოჰამედ ამერს 15:11 მოუგო; ზიად ელსისს 15:13 აჯობა; აჰმედ ჰეშამი კი 15:10 დაამარცხა.

ორგზის ევროპის ჩემპიონს, მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორ სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქამდე მოპოვებული არ ჰქონდა და პირველად ეს საქართველოში მოახერხა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფარიკაობა