გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

უოტფორდი ჩაკვეზე: ძვალი ჯერ კიდევ სუსტია

გააზიარეთ

გიორგი ჩაკვეტაძე სრული დატვირთვით ვარჯიშამდე ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯით არის დაშორებული.

ქართველი ფეხბურთელი ეტაპობრივად აგრძელებს აღდგენას. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მოწმდება და როგორც სამედიცინო შტაბი აღნიშნავს, დატვირთვა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება.

„ყოველ დღე ვაკვირდებით გიორგის პროგრესს. ეტაპობრივად ვუმატებთ მის წონას, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მისი ორგანიზმი გაუძლებს იმ დატვირთვებს, რასაც ვარჯიშის დროს იღებს. ამჟამად ის მუშაობს AlterG სარბენ ბილიკზე — სირბილს უკვე იწყებს, ჩვენ კი თანდათან ვზრდით დატვირთვის დონეს. საბოლოო მიზანია, მან სრულად საკუთარ 100%-იან წონაზე შეძლოს სირბილი, რის შემდეგაც მოედანზე გასასვლელად მზად იქნება. იდეალურ ფიზიკურ კონდიციაში დაბრუნების შემდეგ კი გუნდსაც შეუერთდება.

6-კვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ მეშვიდე კვირაში სწორედ AlterG-ის გამოყენებაზე გადავედით. ეს აპარატი საშუალებას აძლევს ადამიანს ნაკლები წონის პირობებში ირბინოს და სხვადასხვა სავარჯიშოები შეასრულოს. ამ ეტაპზე ძვალი ჯერ კიდევ სუსტია, რადგან შეხორცების პროცესი გრძელდება. ზედმეტმა დატვირთვამ შესაძლოა ახალი მოტეხილობა გამოიწვიოს. ამიტომ ყველაფერი ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ, ნაბიჯ-ნაბიჯ. გეგმა მზად არის და მის დაცვას ვაპირებთ, რადგან ზედმეტი რისკი შეიძლება კიდევ უფრო რთულ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. სწორედ ამიტომ მეტი დრო გვჭირდება და სიფრთხილე აუცილებელია,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ჩაკვეტაძემ აპრილში თითის მოტეხილობის გამო ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა. ფეხბურთელის დაბრუნება სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები