გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ჩისკოს ახალი თავგადასავალი

გააზიარეთ

ქართველ გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ ჩისკო მუნიოსი — თბილისის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი. დღეს ის მალაიზიის მოქმედ ჩემპიონს, ჯოჰორ დარულს უდგას სათავეში. კლუბში არაერთი ლეგიონერია, მათ შორის, რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელიც. საინტერესოა, რომ ჯოჰორში ტექნიკური დირექტორის პოსტი ლუის გარსიას უკავია, იმავე ლუის გარსიას, რომელმაც ლივერპულთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და იმ ისტორიულ სეზონში უმნიშვნელოვანესი გოლებით დაამახსოვრა თავი.

ჩისკოს ბოლო წლების კარიერა საკმაოდ დატვირთული იყო: სლოვაკეთში დუნაისკა სტრედას წვრთნიდა, მანამდე კი უოტფორდი ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში აიყვანა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, გუნდის ხელმძღვანელობამ სეზონის სტარტშივე, სულ რვა ტურის შემდეგ, თანამდებობიდან გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ ჩისკო დინამოში 2011-14 წლებში თამაშობდა. რაც შეეხება მწვრთნელობას, თბილისურ გუნდს 2018/19 და 2020/21 წლების სეზონში უდგა სათავეში.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ფეხბურთი