გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი ჩაკვეტაძე სერია A-ს გუნდში ითამაშებს

გააზიარეთ

გიორგი ჩაკვეტაძისა და უდინეზეს ტრანსფერი შედგა. დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ნიჭიერი ფებურთელი ტოპ ლიგაში პირველად 27 წლის ასაკში ითამაშებს.

ჩაკვეტაძე სერია A-ს გუნდს უოტფორდიდან შეუერთდა, რომელიც ასევე უდინეზეს ხელმძღვანელობის მფლობელობაშია. კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი, ერთი წლით განახლების პერსპექტივით.

ჯანლუკა ნანი: უდინეზეს ტექნიკური დირექტორი:

„ჩემპიონშიფში სამი სეზონის შემდეგ, ჩაკვეტაძეს სურდა თავი სხვა ლიგაში გამოეცადა. შევისწავლეთ კლუბისა და ფეხბურთელისთვის საუკეთესო ვარიანტი. ევროპიდან შემოთავაზებების შემდეგ, ტექნიკურმა დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ჯგუფში შეენარჩუნებინა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, რაც გიორგის სერია A-ში ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას მისცემს. გიორგი უოტფორდში საუკეთესო პროფესიონალი იყო. ვფიქრობ, მის კარიერაში შესაფერისი დრო დადგა, რათა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშის შანსი მიეცეს. მადლობა გიორგის უოტფორდში თამაშისთვის და მოუთმენლად ველით, როგორ განვითარდება უდინეზეში“.

ჩაკვეტაძე უოტფორდს 2023 წელს შეუერთდა და 107 მატჩში სამი გოლი გაიტანა. ქართველ ფეხბურთელს ასევე უთამაშია, დინამო თბილისში, გენტში, ჰამბურგსა და სლოვანში. საქართველოს ნაკრებში 39 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, უდინეზეს საკუთრებაა საბა გოგლიჩიძეც, რომელმაც გასულ წელს იჯარით სწორედ უოტფორდში ითამაშა. ასე რომ, დიდი შანსია უდინეზეს თამაშებისას ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ორი ქართველი ვიხილოთ.

უდინეზემ კი, სერია A-ს გასული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა…

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები