
გერმანული ბუნდესლიგის კლუბ კიოლნის ვებ-გვერდზე გუნდის ახალწვეულის, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა.
_ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიოლნში. როგორ გრძნობთ თავს ტრანსფერის შემდეგ?
_ თავს პოზიტიურად ვგრძნობ. მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევას.
_ გასულ სეზონში ნიურნბერგის შემადგენლობაში მეორე ბუნდესლიგაში 33 მატჩი ითამაშეთ და მხოლოდ ერთი გამოტოვეთ. საიდან ასეთი სტაბილურობა?
_ ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვიყო. ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობ როგორც გუნდთან, ასევე – ინდივიდუალურად. ვფიქრობ, ამიტომ შემიძლია სტაბილურად თამაში და სურვილი მაქვს, ეს სტაბილურობა კიოლნშიც გავაგრძელო.
_ როგორია თქვენი სათამაშო სტილი?
_ აგრესიული ვარ, მომწონს ერთი-ერთზე დუელები. თუმცა, ასევე მსიამოვნებს ბურთით თამაში და დრიბლინგი. უპირველეს ყოვლისა, თავს კომფორტულად ვგრძნობ პირდაპირ დუელებში და დაცვაში.
_ დაცვითი თვისებების გარდა, გასულ სეზონში ხუთი გოლიც გაიტანეთ. რას უნდა ელოდონ გულშემატკივრები?
_ მჯერა, რომ ჩემი სიმაღლის გამო, შემიძლია შეტევაში სახიფათო ვიყო. იმედია, ამას კიოლნშიც ვაჩვენებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრები და კლუბი გავახარო.
_ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებით უკვე ითამაშეთ „რაინ ენერჯი შტადიონზე“. რა მოგონებები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
_ ძალიან სასიამოვნო მოგონებები, რადგან მერვედფინალში გავედით. ასევე, თავად სტადიონი განსაკუთრებულად მახსოვს. ახლა მოუთმენლად ველი ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს.
_ კიოლნში გადასვლაზე გავლენა სტადიონმაც ხომ არ იქონია?
_ რა თქმა უნდა. ბევრი მსმენია გულშემატკივრებზე, სტადიონზე და ქალაქზე, რამდენად უყვართ აქ ფეხბურთი. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. საპასუხოდ, მინდა გულშემატკივრებს ვაჩვენო, რომ აქ ჩემი ადგილია და ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.
_ თქვენი კარიერის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში გითამაშიათ. როგორ ჩამოგაყალიბათ ამ გამოცდილებამ?
_ რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას განსხვავებული კულტურა, ფეხბურთის განსხვავებული სტილი აქვს. მითამაშია ავსტრიასა და იტალიაში – ორ სრულიად განსხვავებულ ლიგაში. გერმანული ფეხბურთი ფიზიკური და ინტენსიურია, რაც მომწონს. გერმანული თამაშის სტილით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.
_ რას ელით უფრო მაღალ ლიგაში თამაშზე?
_ მსიამოვნებს ძლიერ მეტოქეებთან შეჯიბრი. რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო მოტივირებული ვარ. მოუთმენლად ველი გამოწვევას.
_ როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი თანაგუნდელები, როგორც მოთამაშეს და როგორც ადამიანს?
_ ვფიქრობ, იტყვიან, რომ კარგი ადამიანი ვარ, თავმდაბალი. მოედანზე ლიდერიც ვარ, მიყვარს აგრესიულად თამაში და მენტალურად ძლიერი ვარ.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 2 საათის agoლოჩოშვილი: მსიამოვნებს ძლიერ მეტოქეებთან შეჯიბრი
გააზიარეთგერმანული ბუნდესლიგის კლუბ კიოლნის ვებ-გვერდზე გუნდის ახალწვეულის, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის ინტერვიუ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 15 საათის agoგიორგი ჩაკვეტაძე სერია A-ს გუნდში ითამაშებს
გააზიარეთგიორგი ჩაკვეტაძისა და უდინეზეს ტრანსფერი შედგა. დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ნიჭიერი ფებურთელი ტოპ ლიგაში პირველად...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 24 საათის agoშვიდკაცა ნაკრები მერვე ადგილს დასჯერდა
გააზიარეთსაქართველოს შვიდკაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი, ჰამბურგის ეტაპი მერვე ადგილზე დაასრულა. ჯგუფურ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი