გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ფრანგების მწვალებლები და ჯალათები

გააზიარეთ

საფრანგეთის ნაკრების ფიასკო, კრახი – ასე აფასებენ ფრანგული მედიის წარმომადგენლები ევრობასკეტზე „სამფეროვენების“ საქართველოსთან (70:80) წაგებას.

იქაური წამყვანი გამოცემები წერენ, რომ წააგეს კომპლექსებისგან დაცლილ, უფრო გამოცდილ გუნდთან, რომელიც თავიდანვე კარნახობდა მატჩის ტემპს და მოახერხა ახალგაზრდა, სწრაფი ფრანგებისთვის საკუთარი თამაში მოეხვია. ქართველებისგან ცივ შხაპს არავინ ელოდა. ჯგუფის მეოთხე და ბოლო კვალიფიკაციის მქონე კავკასიელებმა ჯგუფში პირველ ადგილზე გასული ფრანგები დააზარალეს.

წერენ იმასაც, რომ ფრანგების გეგმა იყო შეეზღუდათ „დიდი“ გოგა ბითაძე (8 ქულა), მაგრამ ამან ხელ-ფეხი გაუხსნა კამარ ბოლდუინს (24 ქულა), თორნიკე შენგელიასა (24 ქულა) და სანდრო მამუკელაშვილს (14 ქულა, 11 მოხსნა). სხვადასხვა გამოცემები მათ ასეთი ეპიტეთებით ამკობენ – ფრანგების “მწვალებლები” და “ჯალათები”.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და საუკეთესო რვა გუნდში მოხვდა. შემდეგი გაჩერება ფინეთი და ოთხეულია…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი