გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ალეკსანდარ ჯიკიჩი: მოგება მნიშვნელოვანია

გააზიარეთ

28 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მონტენეგროს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა საკუთარ გუნდსა და მეტოქეზე მოკლედ ისაუბრა.

ალეკსანდარ ჯიკიჩი:

„გეგმას კარგად მივყვებით. პირველი, რაც მნიშვნელოვანია – ჯანმრთელად ვართ; მეორე – ნაყოფიერად ვშრომობთ; მესამე – გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა.

ბოლო ვარჯიშებზე მობილიზებულები და აგრესიულები ვიყავით, რაც მატჩის წინ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

მეტოქეს ზოგი სათანადოდ ვერ აფასებს, მაგრამ მონტენეგრო ძალიან კარგი გუნდია. ჰყავს NBA-ს ყოფილი და ევროლიგის კალათბურთელები. მონტენეგროში ასევე თამაშობენ ადრიატიკის ლიგისა და ევროთასის წარმომადგენლები. დამიჯერეთ, ორივე ძალიან კარგი ლიგაა.

როგორც ჩვენთვის, ასევე მონტენეგროსთვის ეს მატჩი ბევრს ნიშნავს. რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის გზაზე მოგება ძალიან მნიშვნელოვანია“.

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა:

1.ესპანეთი 6 5 1 526:427 11

2.უკრაინა 6 4 2 504:459 10

3.მონტენეგრო 6 4 2 411:434 10

4.პორტუგალია 6 3 3 485:449 9

5.საბერძნეთი 6 3 3 433:408 9

6.საქართველო 6 3 3 485:497 9

ჯგუფის დარჩენილი მატჩები წელს და გაისად გაიმართება.

კალენდარი

28 აგვისტო: საქართველო-მონტენეგრო; უკრაინა-საბერძნეთი; ესპანეთი-პორტუგალია;

31 აგვისტო: საბერძნეთი-ესპანეთი; პორტუგალია-საქართველო; მონტენეგრო-უკრაინა;

26 ნოემბერი: მონტენეგრო-ესპანეთი; პორტუგალია-უკრაინა; საბერძნეთი-საქართველო;

29 ნოემბერი: ესპანეთი-საბერძნეთი; უკრაინა-მონტენეგრო; საქართველო-პორტუგალია;

26 თებერვალი: პორტუგალია-ესპანეთი; საბერძნეთი-უკრაინა; მონტენეგრო-საქართველო;

1 მარტი: ესპანეთი-მონტენეგრო; უკრაინა-პორტუგალია; საქართველო-საბერძნეთი.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი