გამოგვიწერეთ

ტანვარჯიში

ყველაფერი ხდება – ოქრო გერმანული, ჰიმნი ქართული

გააზიარეთ

ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა, თუმცა ვგონებთ პირველია საქართველო რომ ფიგურურებდეს. ყველა ღონისძიების, სპორტული იქნება ეს, მუსიკალური თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზებას ხომ ადამიანები უწევენ და შეცდომებისგანაც დაზღვეული არავინაა.

ჰოდა, ბრაზილიაში, კერძოდ კი რიო დე ჟანეიროში მხატვრულ ტანვარჯიშში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სახალისო რამ მოხდა. მრავალჭიდის დისციპლინაში ჩემპიონი რუსი დარია ვარფოლომეევი გახდა, რომელიც გერმანიის სახელით ასპარეზობს. დაჯილდოების ცერემონიალზე, კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგომის შემდეგ კი ორგანიზატორებმა გერმანიის ნაცვლად საქართველოს ჰიმნი ჩართეს და თან უწყვეტად. გაგერმანელებულ რუს სპორტსმენსაც ჩვენი ქვეყნის ჰიმნზე მოუწია დგომა.

პლანეტის პირველობაზე ბრაზილიაში ჩვენი ქვეყნიდან მხოლოდ მარიამ ქაჯაია იყო წარმოდგენილი, რომელმაც მრავალჭიდში ანუ ოთხი საგნით ვარჯიშში ოდენ 69-ე ადგილი დაიკავა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ტანვარჯიში