გამოგვიწერეთ

კალათბურთი

წარმოშობით ქართველი საბერძნეთში – ვინ არის ალექსანდროს სამუდოროვი

გააზიარეთ

ევრობასკეტის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან გამართავს.

საინტერესო კი ისაა, რომ საბერძნეთის ნაკრებში წარმოშობით ქართველი, 20 წლის ალექსანდროს სამუდოროვი ირიცხება. სამუდოროვი საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდაა, იგი 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, ამჟამად კი პანაითაიკოსის ღირსებას იცავს.

სამუდოროვმა მიმდინარე ევრობასკეტზეც ითამაშა. მართალია, იტალიასთან თამაში არ მოუწია, სამაგიეროდ კვიპროსთან 12 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი გააკეთა.

E-tablo ლიმასოლშია სპორტის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით ლიმასოლშია, სადაც სამუდოროვთან გასაუბრება შეძლო:

“დიახ, ჩემი მშობლები ნამდვილად საქართველოში დაიბადნენ, შესაბამისად, ხვალ მათთვის განსაკუთრებული დღეა.

საქართველო ძლიერი გუნდია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და გასამარჯვებლად ისეთივე კარგად უნდა ვითამაშოთ, როგორც წინა შეხვედრებში შევძელით”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი