გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ადილ რამი: “ბარსაში ან რეალში ჟორჟს ამის გაკეთება შეეძლება”

გააზიარეთ

ჟორჟ მიქაუტაძე ლიგა 1-ის ერთ-ერთ საუკეთესო და შედეგიან ფორვარდად ჩამოყალიბდა, რაც ადგილობრივ გულშემატკივრებსა და ექსპერტებს ყურადღების გარეშე არ დარჩენიათ.

ვეტერანმა ფეხბურთელმა ადილ რამიმ მიქაუტაძის თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას რამდენიმე წელში ყველა გრანდში შეეძლება თამაში:

“ალბათ იფიქრებთ, რომ ვაჭარბებ, მაგრამ მიქაუტაძეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდებიდან ნებისმიერში კარგად შეუძლია თამაში. მაგალითად, პსჟ-ში ის ცხრიანის პოზიციაზე იდეალურად ითამაშებდა, თანაც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.

ბარსელონაში ამჟამად რობერტ ლევანდოვსკია და კიდევ ორი-სამი წელი ითამაშებს, თუმცა თუ რამდენიმე წელში მიქაუტაძე რეალში ან ბარსაში გადავა, ის ყველაფერს გაანადგურებს, რადგან კარგი მეპასეები ეყოლება და უამრავ გოლს გაიტანს

ლიონში ჟორჟის პროგრესი აშკარაა, როცა ის დიდ გუნდში გადავა, ჩემს სიტყვებს გაიხსენებთ”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები