გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ოსიმენი: “როცა ხვიჩა პსჟ-ში გადავიდა, დავურეკე და ეს ვუთხარი”

გააზიარეთ

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი ნაპოლიში ხანგრძლივი დროით არ გაგრძელებულა, ფეხბურთელებს ერთმანეთში დღემდე კარგი ურთიერთობა აქვთ, რასაც ნიგერიელი ფორვარდის განცხადებებიც ადასტურებს.

ოსიმენი ვეტერანი ფეხბურთელის, ჯონ ობი მიკელის პოდკასტს ეწვია, რომელშიც ქართველ ფეხბურთელზეც უპასუხა კითხვას:

“ხვიჩასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის მოედნის მიღმაც დიდებული ადამიანია, ხოლო მოედანზე რისი გაკეთებაც შეუძლია, ეს უკვე ყველამ ნახა. ვიცოდი, რომ კარიერაში დიდ ნაბიჯს მალე გადადგამდა და ასეც მოხდა.

როცა ის პსჟ-ში გადავიდა, დავურეკე და ვუთხარი, რომ მან ეს დაიმსახურა, ვურჩიე, რომ იქ თამაშით სიამოვნება მიიღო და დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდი რაღაცების გაკეთებას შეძლებდა. კვარა ფეხბურთელია, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრის მიღწევა შეუძლია”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები