გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ამერიკის ნაცნობი ჩემპიონი

გააზიარეთ

ამერიკის ღია პირველობას ნაცნობი ჩემპიონი ჰყავს. რეიტინგის პირველმა ნომერმა არინა საბალენკამ ნიუ ორკის კორტებზე შარშანდელის მსგავსად ყველა მეტოქე გადათელა და კარიერაში დიდი სლემის ტიტული მეოთხედ მოიგო.

2024 წელს, 27 წლის ბელარუსმა ჩოგბურთელმა US OPEN-ის ფინალში ჯესიკა პეგულას მოუგო, ამჯერად კი გადამწყვეტ დაპირისპირებაში ამერიკელ ამანდა ანისიმოვას ორ სეტში – 6:3, 7:6 აჯობა და კარიერაში 21-ე ჯილდოს გამოჰკრა ხელი.

ნიშანდობლივია, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ანისიმოვა ფლობდა, ექვსი მოგება სამის წილ, თუმცა ამერიკელ მეჩოგნეს, რომელიც რეიტინგის მეცხრე ნომერია ამ ფაქტორმა ვერ უშველა და წლის ბოლო მეიჯორის ფინალში საბალენკას დაეჩაგვრინა.

აქვე ისიც დავძინოთ, რომ არინა საბალენკა დიდებული სერენა უილიამსის შემდეგ გახდა პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც ამერიკის ღია პირველობაზე ტიტულის დაცვა მოახერხა.

ამერიკის ღია პირველობაზე ტრიუმფმა არინა საბალენკას, რომელიც რეიტინგის ლიდერია საბანკო ანგარიში 5 მილიონი დოლარით შეავსო, ხოლო ამანდა ანისიმოვას საპრიზო ფონდიდან 2,5 მილიონი ერგო.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი