გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

სინერი თუ ალკარაზი – ნადალის პროგნოზი ფინალამდე

გააზიარეთ

ამერიკის ღია პირველობის ფინალში ჩოგბურთის მოყვარულები თანამედროვე კლასიკად ქცეულ მატჩს იხილავენ – კარლოს ალკარაზი იანიკ სინერის წინააღმდეგ.

მოახლოებული ფინალის წინ მარკასთან კომენტარი გააკეთა ლეგენდალურმა რაფა ნადალმა. ესპანელი ვეტერანის თქმით, სინერს ჯერ იმ დონის ჩოგბურთი არ უჩვენებია, რომელიც ალკარაზისგან გვაქვს ნანახი:

“სინერის ფორჰენდის განეიტრალება უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება კარლოსს, მას სათამაშო მაგია აქვს და გაცილებით არაპროგნოზირებადია, ვიდრე სინერი. ესპანელი ისეთ დონეზე ასპარეზობს, რა დონეც ჯერ იანიკს არ უჩვენებია, თუმცა, სამაგიეროდ, ალკარაზი ბევრჯერ ცდება. მას შეუძლია ერთ დღეს გენიალურად ითამაშოს, თუმცა მეორე დღეს ბევრი შეცდომა დაუშვას”, – განაცხადა რაფამ.

US Open-ის ფინალი ხვალ, საღამოს 22:00 საათზეა დაგეგმილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი