გამოგვიწერეთ

ნაკრები

მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება

გააზიარეთ

მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რომელიც შაბათს, 18 ივლისს ლა სერენაში უნდა გამართულიყო, მოსალოდნელი ცუდი ამინდის გამო სანტიაგოში გადაიტანეს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლა სერენას მუნიციპალიტეტმა მოახლოებული შტორმის გამო პრევენციული „წითელი განგაში“ გამოაცხადა.

ამინდის პირობების დეტალური შეფასებისა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების შემდეგ, ჩილეს რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ მატჩი სანტიაგოში გაიმართება. შეიცვალა მატჩის დაწყების დროც – შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება, რაც საქართველოს დროით 21:00 საათს (ნაცვლად 23:00-სა) შეესაბამება.

მოთამაშეების, გუნდების პერსონალის, მატჩის ოფიციალური პირების, საორგანიზაციო ჯგუფისა და გულშემატკივრების უსაფრთხოება და კეთილდღეობა, უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. რეგიონში მოსალოდნელი რთული ამინდის პირობების გამო, მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები