გამოგვიწერეთ

ნაკრები

ამონაშვილმა 15 შეარჩია

გააზიარეთ

8 აგვისტოს საქართველოს 18 წლამდე ნაკრები სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩს გამართავს და ინგლისელ თანატოლებს გაეჯიბრება.

მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ამონაშვილმა უკვე დაასახელა ის 15 მორაგბე, რომელიც თამაშს ძირთად შემადგენლობაში დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ მათგან 14-მა აპრილში ამ ასაკის ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშა, ხოლო ბურჯ საბა მშვილდაძეს დებიუტი ექნება.

გუნდებს 12-12 მორაგბის შეცვლის უფლება აქვთ, მაგრამ ასევე შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში შეცვლილი მოთამაშის მოედანზე დააბრუნებაც.

საქართველოსა და ინგლისის მატჩამდე კიდევ ერთი თამაშია – სამხრეთ აფრიკა ა ირლანდიას გაეჯიბრება, ხოლო დღეს სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ჯახი დახურავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

ხაზი: დავით არობელიძე, ივა კვირიაშვილი, დათა ახვლედიანი, დემეტრე დევდარიანი, ლუკა ტაბატაძე, ლევან ბუცხრიკიძე, გოგა უშვერიძე (აია);

შერკინება: საბა მშვილდაძე, ლუკა წიკლაური, გიორგი ბერძენიშვილი, ანდრია ბილანიშვილი, ნიკოლოზ ჩხორთოლია, გიორგი ზაზაძე, იოსებ ღვინჯილია, გიორგი არძენაძე;

მარქაფა: გოჩა ფიცხელაური, ნიკოლოზ ბალანჩივაძე, გაბრიელ რაზმაძე, ლუკა შულაია, ზაზა ლეჟავა, ნიკოლოზ ხაფავა; მათე მახარაძე, გოგა ბერიძე, ტატო ტალახაძე, გიორგი მუშკუდიანი, მათე ბერუაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები