გამოგვიწერეთ

ნაკრები

ისტორიული გამარჯვება

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში ინგლისი 35:31 დაამარცხა. ეს არის პირველი და ისტორიული გამარჯვება ამ ასაკში!

აქამდე საქართველოს ინგლისი ორჯერ დაუმარცხებია, ორივეჯერ 20 წლამდე დონეზე თბილისში.

გასულ წელს ექვსი ერის ფესტივალსა და საერთაშორისო სერიაზე ორჯერ შევერკინეთ და მეტოქეს ორივეჯერ ერთი გარდასახული ლელოთი ჩამოვრჩით (19:26 და 20:27). ამჯერად ყველაფერი კარგად წარიმართა და საქართველომ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და მთელ რიგ ეპიზოდებში დაჩაგრეს კიდეც. ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებით კარგად ჩაატარა მატჩის დებიუტი და დასკვნითი ნაწილი. პირველი ტაიმის მიწურულს იყო მცირედი ჩავარდნა და ინგლისი წინ გაიჭრა, მაგრამ საქართველო არ გატყდა, ინიციატივა დაიბრუნა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.

საქართველო ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, ბურთს მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდა, ფაზებს კინძავდა… როგორც ხელდახელ, ასევე ძალისმიერ სტილში სახიფათოდ უტევდა. მაღალ დონეზე იყო დისციპლინა, რამაც ბურთზე კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობა მოგვცა და მთლიანობაში, ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ტაიმი 13:21 წავაგეთ… მატჩშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ლიდერობა დავიბრუნეთ, ბოლო წუთზე აღარ გავრისკეთ, ჯარიმა გავიტანეთ და საბოლოო ანგარიში დავაფიქსირეთ – 35:31.

საერთაშორისო სერიაზე საქართველო მომდევნო თამაშს 12 აგვისტოს გამართავს და მასპინძელს, სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს შეერკინება, რომელიც ირლანდიასთან 33:36 დამარცხდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები