გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ამ თვისებებით მწვრთნელი აღაფრთოვანა”, – პორტუგალიური მედია ქოჩორაშვილზე

გააზიარეთ

სპორტინგში გიორგი ქოჩორაშვილის არაოფიციალური დებიუტი შედგა – ის ამხანაგურ მატჩში სელტიკის წინააღმდეგ 58-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

პორტუგალიური მედია იტყობინება, რომ გარდა სელტიკთან კარგად ჩატარებული სადებიუტო მატჩისა, მან მალევე მოიგო პორტუგალიური გუნდის მთავარი მწვრთნელის გული. საქმე ისაა, რომ სპორტინგში ქოჩორაშვილის რამდენიმე თვისებით აღფრთოვანდნენ – პირველ რიგში, იგი ძალიან მალე შეეწყო გუნდელებს, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო შეკრებას გვაინ შეუერთდა.

ამასთან ერთად, სპორტინგის სამწვრთნელო შტაბი ძალიან კმაყოფილია გიორგის ტაქტიკური და თეორიული მომზადებით, ამასთან ერთად კი მოედანზე მისი უნივერსალურობით, რაც მწვრთნელს საშუალებას აძლევს, ქოჩორაშვილი როგორც ექვსიანზე, ასევე რვიანზე გამოიყენოს.

მთავარი მწვრთნელი რუი ბორჟესი თვლის, რომ ქოჩორაშვილს გუნდის ლიდერობის პერსპექტივა აქვს. შეიძლება, გუნდის კაპიტანთან ერთად სწორედ ქართველი ნახევარმცველი იქცეს სპორტინგის გასახდელის წამყვან ფიგურად.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები