გამოგვიწერეთ

წყალბურთი

აპოლომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა

გააზიარეთ

წყალბურთელთა კონფერენს ლიგაში თბილისის აპოლომ პენალტების სერიაში ხორვატული რიეკა 23:22 დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

მატჩი რთული გამოდგა. აპოლომ კარგად დაიწყო და ანგარიშს მტელი პირველი ტაიმის მანძილზე აკონტროლებდა და დიდი შესვენებაზე გუნდი ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა – 5:4.

შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. თამაშზე კონტროლი უკვე ხორვატებმა დაამყარეს და მესამე მეოთხედში ორი ბურთითაც დაწინაურდნენ. თუმცა, ჩვენებმა მაინც მაოხერხეს თამაშის შემოტრიალება და ბოლო წუთზე გატანილი გამთანაბრებელი გოლით საქმე პენალტების სერიაში გადაიყვანეს – 13:13.

პენალტების სერიაც დრამატული და ხანგრძლივი გამოდგა. საბოლოოდ, აპოლომ 10:9 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში ორი ქულა ჩიაწერა.

შეგახსენებთ, აპოლო გუშინ ასევე პენალტების სერია უნგრულ ჰონვედთან დამარცხდა. შედეგად ქართულ გუნდს ორი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს და ამ დროისთვის მეორე ადგილზეა, მაგრამ კონკურენტებს სათამაშო აქვს. ყველაფერი დარჩენილ ტურებში უნდა გადაწყდეს. აპოლო ხვალ ორ მატჩს ითამაშებს: ჯერ ჯგუფის უმთავრეს ფავორიტს, იტალიურ დე აკერს ეთამაშება, ხოლო ბოლოს ფრანგულ მონპელიეს გაეჯიბრება.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად წყალბურთი