გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

სეოკ-ის ხელმძღვანელები ოლიმპიელებს შეხვდნენ

გააზიარეთ

21 თებერვალს მილანი/კორტინას ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხემძღვანელი, სეოკ- ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე -პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი იმყოფებოდნენ და ჩვენს ოლიმპიელებს, მწვრთნელებს, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელს მარიამ გიორგობიანს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.

ლერი ხაბელოვმა ჩვენს სპორტსმენებს კიდევ ერთხელ მიულოცა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული გამოსვლა.

ლერი ხაბელოვი:

„თქვენ ისტორიული შედეგი მოიპოვეთ და ასახელეთ ჩვენი ქვეყანა. მილანში საუკეთესოდ წარმოადგინეთ საქართველო და სპორტის უამრავი გულშემატკივარი გაახარეთ. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას მიერ აღებული პირველი ისტორიული მედალი, გუნდური მეოთხე ადგილი, სხვა პროგრამებში მოპოვებული მაღალი ადგილები მართლაც საამაყო შედეგია, რაც საქართველოს მთავრობამ შესაბამისად დააფასა. მადლობას გიხდით თავდადებისთვის, ბრძოლისუნარიანობისა და მაღალი ოლიმპიური სულისკვეთების გამოვლენისთვის. ასევე მინდა გისურვოთ ახალი გამარჯვებები. თქვენ დაამტკიცეთ, რომ შეგიძლიათ უმაღლესი სპორტული მწვერვალების დაპყრობა“.

სეოკ- ის ხელმძღვანელებმა და დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს მილანის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი ოლიმპიურ თამაშებზე სხვადადხვა დროს დაღუპულთა მემორიალი, პატივი მიაგეს 2010 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას, დატოვეს შესაბამისი ჩანაწერები.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები