გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

არსენალი არ ჩერდება – მორიგ ტრანსფერთან ახლოს

გააზიარეთ

ლონდონის არსენალს ისტორიული სატრანსფერო ფანჯარა აქვთ. აქამდე ლონდონურ კლუბს ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე ამდენი და ასეთი ხმაურიანი ტრანსფერი არ გაუკეთებია.

რამდენიმე დღის წინ მეთოფეებმა კრისტალ პალასიდან ებერეჩი ეზეს ტრანსფერი დაადასტურეს. ინგლისელი ფეხბურთელის წარდგენა ემირეითსზე ჩატარდა.

როგორც ჩანს, არსენალში ამაზე არ ჩერდებიან. მიკელ არტეტას შემადგენლობაში კიდევ უფრო მეტი სიღრმე სურს, კერძოდ კი მას გაბრიელ მაგალაესისა და რიკარდო კალაფიორის შემცვლელის მოყვანა უნდა, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ, დიდი ალბათობით, გუნდს იაკუბ კივიორი და ოლექსანდრ ზინჩენკო დატოვებენ.

ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ არსენალი ბაიერ ლევერკუზენიდან პიერო ჰინკაპიეს ტრანსფერზე ამუშავდა. თავად ჰინკაპიემ ლევერკუზენის დატოვება გადაწყვიტა, ხოლო არსენალის პროექტით ძალიანაა დაინტერესებული. იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, პერსონალურ კონტრაქტის დეტალებზე პრობლემა არ უნდა შეიქმნას.

კლუბებს შორის მოლაპარაკებების დაწყება ოდნავ მოგვიანებითაა მოსალოდნელი, რადგან არსენალი ჰინკაპიეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდის, თუ იაკუბ კივიორი პორტოში გაიყიდება, ხოლო ზინჩენკო ლონდონელებს დატოვებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ტრანსფერები