გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

გამორჩეული ანზორი და ლიდერობა სატურნირო ცხრილში

გააზიარეთ

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ანზორ მექვაბიშვილი ახალ კლუბში ადვილად ადაპტირდა და არც რუმინეთის ჩემპიონატისთვის გასჭირვებია ალღოს აღება.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი კრაიოვა უნივერსიტატიაში გადაბარგდა და გუნდისთვის ბევრი სარგებელიც მოაქვს. ამის დასტურად რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კრაიოვას პეტროლულთან დაპირისპირებაც გამოდგება, სადაც მექვაბიშვილი შესანიშნავად გაისარჯა და გუნდის გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო.

კრაიოვამ მეტოქეს საკუთარ მოედანზე 2:0 აჯობა, ხოლო მექვაბიშვილმა საგოლე პასი მიითვალა, როდესაც თანაგუნდელი მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დატოვა.

ანზორ მექვაბიშვილის აქტივში ექვს მატჩში უკვე ოთხი საგოლე პასია, ხოლო კრაიოვა 19 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ფეხბურთი