გამოგვიწერეთ

ნაკრები

აფციაურის დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა

გააზიარეთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულში მეორე მატჩი გამართა და აფრიკულ ფრენჩაიზ  ჩიტასთან 20:24 დამარცხდა. ეს მატჩი  მხოლოდ ამხანაგური ხასიათის იყო, ოფიციალურ ტესტად არ ითვლება და შესაბამისდ არც სარეიტინგო ქულებზე იქონიებს  გავლენას.

აქედან გამომდინარე, რიჩარდ ქოქრილმა მატჩი გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო. ირლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით, სრულად სახეცვლილი სასტარტო  თხუთმეტეული გამოვიდა მოედანზე. მატჩი ნაკლებადსანახაობრივი გამოვიდა. ბევრი იყო შეცდომები და შეჩერებელი. აფრიკელებმა ორი ლელო მარტივად დაგვედეს. აბჟანდაძის დარტყმული აბრაგანი დროულად ვერ ჩავხურეთ, მეტოქემ ბურთი თავისუფლად მიიღო, ხაზზე ჩაათამაშა და ლელოც გაიტანა. მეორე ლელოს ეპიზოდში კი, ფეხით თამაშში გვაჯობეს და კიდესთან დაგვიდეს ლელო.

ორი გაშვებული ლელოს შემდეგ, ავთამაშდით და ტაიმის მიწურულს ერთი ლელო გავქვითეთ.  აფრიკელთა წითელ ზონაში რამდენიმე ფაზიანი მიძალების შემდეგ, თედო აბჟანდაძემ გრძელი პასით შალვა აფციაური მოძებნა, რომელმაც აკრობატულ ნახტომში დაამიწა ბურთი. თედოს გარდასახვა ზუსტია.

მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო ჩვენთვის. შალვა აფციაურმა ბურთი ჩაჭრა, 95 მეტრი ირბინა და ეფექტური ლელო გაიტანა. თედოს გარდასახვა ისევ ზუსტია. ამის შემდეგ, თამაში მშვიდ ტემს დაუბრუნდა და გუნდებმა ჯარიმები გასვალეს. მატჩის 78-ე წუთზე კი, ჩიტასმა გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა და მატჩიც მათ სასარგებლოდ დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას რიჩარდ ქოქრილის გუნდი 19 ივლისს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები