გამოგვიწერეთ

ნაკრები

დასანანი ფრე იტალიასთან

გააზიარეთ

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში იტალიასთან 19:19 ითამაშა. რთულია იმის თქმა, რომ ამ მატჩში ყველაფერი კარგად იყო და იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ დასაფასებელია ჩვენი ბიჭების თავგანწირვა. მეოთხე წუთიდან მოედანზე 14 კაცით იყვნენ, მეორე ნახევარში იყო ეპიზოდი, როდესაც იტალიელები მოედანზე სამი კაცით აღემატებოდნენ ბორჯღალოსნებს, მაგრამ პირიქით ლადო კილასონიას გუნდმა შეძლოს ლელოს დადება.

12 კაცით ხუთმეტრიანში მოგერიებული შეტევა და მიხეილ შიოშვილის მძლავრი მიძალებით დადებული ლელო ამ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ჰაილაითი იქნება.

მატჩის 80-ე წუთზე საქართველო 19:12-ს იგებდა და ბურთის აუტზე გადაგდების შემთხვევაში პირველი გამარჯვება ჩაიწერებოდა აქტივში, მაგრამ ბიჭებმა ბონუსქულის მომტან ლელოზე წასვლა გადაწყვიტეს, რომელიც ჯგუფში მეორე ადგილის მომტანი იქნებოდა, მაგრამ რისკმა არ გაამართლა. იტალიელებმა სწრაფი კონტრშეტევით გაიტანეს ლელო, რასაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა და მატჩი ზღაპარში გადაარჩინეს.

მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და მომდევნო შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები 9-12 ადგილის პლეიოფში ესპანეთთან გამართავენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები