გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ჟირუ და პოგბა ქართველების გვერდით – როგორია ლიგა 1-ს ტოპ ათეული

გააზიარეთ

15 აგვისტოს საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონი იწყება, სადაც სამი კლუბის შემადგენლობაში ერთდროულად ოთხი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) ჩემპიონობის შენარჩუნებას ეცდება, გიორგი მიქაუტაძის (ლიონი) მიზანი მინიმუმ სამეულში მოხვედრაა, ხოლო ელიტაში დაბრუნებულ მეცში გადაბარგებული გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ.

პირველ ტურში მიქაუტაძე ლანსს ესტუმრება (16 აგვისტო), კვარაცხელია ნანტთან ითამაშებს (17 აგვისტო), იმავე დღესვე მეცი სტრასბურს უმასპინძლებს, რაც შესაძლოა წიტაიშვილისა და აბუაშვილის ოფიციალური დებიუტი გახდეს.

სეზონის წინ ფრანგულმა გამოცემა RTL-მა გამოაქვეყნა საუკეთესო ათეული, რომელშიც 2025/26 წლების ლიგა 1-ის ყველაზე საინტერესო ფეხბურთელები მოხვდნენ.

სიაში ორი ქართველია – ხვიჩა კვარაცხელია მესამე ადგილზე, გიორგი მიქაუტაძე კი მეათეზე.

ხვიჩა კვარაცხელია გამოცემის შეფასებით, პარკ დე პრენსის ახალ ფავორიტად ქცეული ქართველი სულ რაღაც შვიდი თვის წინ შეუერთდა გუნდს, თუმცა უკვე ისეთი შთაბეჭდილება ტოვებს, თითქოს წლებია პსჟ-ში თამაშობს. 24 წლის მთავარმა გმირმა გასულ სეზონში გადამწყვეტი როლი ითამაშა ოთხი ტიტულის მოგებაში – ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ევროპის სუპერთასი. ნაპოლიში ორწლიანი წარმატების შემდეგ ის იგივე გზას გადის საფრანგეთშიც და გულშემატკივრებს თავისი მებრძოლი ხასიათითა და შედეგიანობით აღაფრთოვანებს.

გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) – ალექსანდრ ლაკაზეტის საუდის არაბეთში წასვლის შემდეგ ლიონში შეტევის მთავარი ძალა გახდა. 24 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ ახალი სეზონი მისთვის კარიერის ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება იქცეს. მწვრთნელი პაულო ფონსეკა და გულშემატკივრები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

ათეულში ქართველებთან ერთად მოხვდნენ: ოლივიე ჟირუ (ლილი), ფლორიან ტაუვინი (ლანსი), იგორ პაიშაო (მარსელი), იბრაჰიმ მბაიე (პსჟ), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (მარსელი), ლუკას შევალიე (ლილი), პოლ პოგბა (მონაკო) და ესტებან ლეპაული (ანჟე).

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები