გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

“ბაიერნი ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესია”, – დიასის პირველი კომენტარი ტრანსფერის შემდეგ

გააზიარეთ

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ, ლუის დიასი ლივერპულიდან მიუნხენის ბაიერნს შეუერთდა.

გერმანულ გუნდს კოლუმბიელი გარემარბის დამატება 75 მილიონი ევრო დაუჯდა. თავდაპირველად, მერსისაიდული გრანდი ტრანსფერით დაინტერესებული არ იყო, თუმცა, დიასმა ლივერპულს წასვლის სურვილი შეატყობინა, რამაც პროცესი გარდაუვალი გახადა.

რამდენიმე საათის წინ რეკორდმაისტერში დიასი წარადგინეს. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ტრანსფერით ბედნიერია, რადგან ბაიერნი ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია:

“ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის ბაიერნის ნაწილად ყოფნა დიდი პატივია, რადგან გერმანული გუნდი ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესია.

მინდა, ჩემი საფეხბურთო და პიროვნული უნარებით ბაიერნს გამოვადგე, რადგან ჩემი მიზანი ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაა. ამისთვის ყოველდღიურად ვიმუშავებთ, როგორც გუნდი”, – განაცხადა დიასმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები