გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

ბერულავა/მეტელკინა ისტორიულ მედალთან ახლოს არიან

გააზიარეთ

საქართველოს ახლოს არის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული მედალი მოიპოვოს. ამის შანსი ფიგურულ ციგურაობაში გვაქვს, სადაც სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი მეორე ადგილზეა.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა მილანსა კორტინაში მიმდინარე ოლიმპიადაზე მშვენივრად ისრიალეს და მსაჯებისგან 75.46 ქულა დაიმსახურეს. ჩვენებზე წინ მხოლოდ გერმანული წყვილი გავიდა – ჰასე/ვოლოდინის დუეტმა 80.01 ქულა აიღო.

თავისუფალი პროგრამის წინ ეს დიდი ჩამორჩენა არ არის, მაგრამ ჩვენს უკანაც ქულებით უფრო ახლოს მდგომი დუეტები არიან. მათ შორის გამოსარჩევი არიან იაპონელები – მიურა/კიჰარას (73.11) წყვილი, რომლებიც მეხუთე ადგილზე არიან, მაგრამ მათი ნაადრევად ჩამოწერა არ იქნება. ასევე ყურადღებამისაქცევია კანადური დუეტი – პერეირა/მიშო (74.60).

ჩვენი პროგნოზით, საპრიზო სამეული ამ ოთხეულიდან უნდა შეივსოს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ სიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე დუეტი იქნება და ზამთრის ოლიმპიადაზე ნანატრ მედალს მოვიპოვებთ.

ბერულავა/მეტელკინას წყვილი თავისუფალ პროგრამას 16 თებერვალს შეასრულებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები