გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

წიკლაურის მეხუთე და ორმოცდამეცხრე

გააზიარეთ

მილანი/კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში გათამაშდა მედლები. 76 მოთხილამურეს შორის იყო საქართველოს ნაკრების წევრი ნინო წიკლაური.

აღსანიშნავია, რომ ნინო წიკლაური ზამთრის სპორტის სახეობებში პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღო  მონაწილეობა.

ქართველმა სპორტსმენმა პირველი დაშვებისას ფინიშის ხაზი 55-ე შედეგით – 1:12.39 წუთში გადაკვეთა. მეორე დაშვებისას კი, ტრასა უკეთ გაიარა ტრასა და 49-ე შედეგი – 1:19.40 წუთი დააფიქსირა. ნინოს ორი დისციპლინის ჯამში 2:31.79 წუთი დაუგროვდა და ასპარეზობა 49-ე ადგილზე დაასრულა.

წიკლაური უკეთესი შედეგის ჩვენებას 18 თებერვალს, სლალომში შეეცდება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები