გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძემ ფარზე იმუშავა – ორლანდოს ზედიზედ მეორე მარცხი

გააზიარეთ

ორლანდო მეჯიქმა NBA-ს ახალი სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო და პირველ სამ შეხვედრაში მეორე მარცხი იწვნია. გოგა ბითაძის გუნდი ჩიკაგო ბულსთან 98:110 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი მოედანზე კვლავ სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, თუმცა საკმაოდ ნაყოფიერი დრო, 17 წუთი დაიმსახურა. ამ პერიოდში ბითაძე მეჯიქს სამი ქულით, ცხრა მოხსნითა და ორი შედეგიანი პასით დაეხმარა. გოგამ თამაშიდან მხოლოდ ერთხელ შეუტია, ხოლო ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა.

მეჯიქის მეორე მარცხი ლიდერების არც თუ ისე დამაჯერებელმა პერფორმანსებმა განაპირობა – პაოლო ბანკერომ 24 ქულა და 10 მოხსნა კი დააგროვა, თუმცა მეტოქეს საშინელი პროცენტით უტევდა (7/21).

ერთი მოგებითა და ორი მარცხით მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი