გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

გააზიარეთ

მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბელგიელი ჯელეინ ვანდრომე 6:4; 4:6; 6:3 დაამარცხა და ძირთად ბადეში ითამაშებს.

ბოლქვაძემ კარგი მატჩი ჩაატარა და მოგება ორ სეტშიც შეეძლო. პირველ სეტში ჩვენებურმა მეტოქე მეშვიდე გეიმში დააბრეიკა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა; მარიამმა მეორეში სეტიც კარგად დაიწყო და მესამე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება წაართვა, მაგრამ სეტის ბოლოს ორჯერ საკუთარი ჩაწოდება გაატანა და ანგარიშიც გათანაბრდა; გადამწყვეტ, მესამე სეტში, ბოლქვაძემ მეტოქეს პირველივე ჩაწოდება წაართვა, მაგრამ იქვე საკუთარი დაუთმო. თუმცა, ამჯერად მეორე სეტში დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეორა, სეტის ბოლოს ბელგიელი ორჯერ დააბრეიკა და უიმბლდონის ძირთად ბადეშია…

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ძირითად ბადეში მოგვიანებით გაირკვევა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი