გამოგვიწერეთ

ძიუდო

ბუდაპეშტში უძლიერესი შემადგენლობით შევუტევთ

გააზიარეთ

13-20 ივნისს ბუდაპეშტი ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ცხადია, ეს დიდი ფორუმი საქართველოს ნაკრების გარეშე არ ჩაივლის და უნგრეთის დედაქალაქში 13 სპორტსმენით ვიასპარეზებთ.

კაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი ცხრაკაციან კვოტას სრულად იყენებს. გაორებული გვექნება 81 და 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიები. ბუდაპეშტში ყველა წონაში გამოცდილი და ძ₾იერი შემადგენლობა გვეყოლება, სიახლე მხოლოდ ერთი დებიუტანტია – ზაურ დვალაშვილი.

ქალთა ნაკრებში გია თენაძე სრულ კვოტას არ თუ ვერ იყენებს და მხოლოდ სამ წონაში ვიჭიდავებთ. თუმცა, გოგონების იმედი უფრო გუნდურში გვაქვს, სადაც ბიჭებს მაგრად ეხმარებიან. მეტიც – ევროპის ჩემპიონობა მათი დამსახურებაა.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:

კაცები: გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ; ვაჟა მარგველაშვილი (66); ლაშა შავდათუაშვილი (73); ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი (ორივე 81); ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (ორივე 90); ილია სულამანიძე (100); გურამ თუშიშვილი (+100);

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე 57); ეთერ ასკილაშვილი (63); სოფიო სომხიშვილი (+78);

გუნდურ ასპარეზობაში ნაკრებს დაემატებიან: მიხეილ ბახბახაშვილი (73); გიორგი ჯაბნიაშვილი (90); საბა ინანეიშვილი (+100); მარიამ ჭანტურია (70).

ინდივიდუალური ტურნირი 13-19 ივნისს გაიმართება, ხოლო გუნდური შეჯიბრი 20 ივნისს არის ჩანიშნული.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ძიუდო