გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ბუდუ ზივზივაძე: ეს ბავშვობის ოცნება იყო

გააზიარეთ

ბუდუ ზივზივაძემ „ალიანს არენაზე“ მიუნხენის ბაიერნს ორი გოლი გაუტანა. ქართველი თავდამსხმელი ბუნდესლიგაში მეორე სეზონს ატარებს, მაგრამ გერმანული ფეხბურთის გრანდთან პირველად ითამაშა.

ზივზივაძე ბავარიელებთან მატჩს კარგ ფორმაში შეხვდა – მანამდე გამართულ სამ მატჩში სამი გოლი შეაგდო. ახლა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა, თანაც – ორი. ეს კი, ჩვენებურის ოცნება იყო, რაც მატჩის შემდეგ განაცხადა კიდეც.

ბუდუ ზივზივაძე:

„ეს დიდებული დღე იყო. ბავშვობაში სწორედ ასეთი დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშსა და მათთვის გოლების გატანაზე ვოცნებობდი. ეს დაუჯერებელია. მთელი ჩემი ოჯახი ტრიბუნაზე იმყოფებოდა და ამ საღამოს ერთად ვიზეიმებთ“.

ზივზივაძის კარგი გარჯა გუნდმა სრულად ვერ გამოიყენა და 3:3 ითამაშა. შედეგად, ჰაიდენჰაიმს 23 ქულა აქვს და კვლავ მე-18 ადგილზე რჩება. შანსი ჯერ კიდევ არის, მაგრამ რთული იქნება. ჰაიდენჰაიმი სამი ქულით ჩამორჩება ზანკტ პაულს (მე-16 ადგილი) და ორით – ვოლფსბურგს (მე-15), რომლებსაც მატჩით ნაკლები აქვთ. ბუდუს გუნდი მომდევნო თამაშს 10 მაისს, სტუმრად კიოლნთან ჩაატარებს, ბოლო ტურში კი, 16 მაისს, მაინცს დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები