გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზივზივაძის დუბლი ალიანს არენაზე და ფრე ბაიერნთან

გააზიარეთ

დღეს ქართველებს TOP ლიგებში ორ გოლზე ნაკლები არ გააქვთ. გიორგი მიქაუტაძის შემდეგ დუბლი ბუდუ ზივზივაძემაც შეასრულა. თან სად? „ალიანს არენაზე“, მიუნხენის ბაიერნის კარში.

ქართველი თავდამსხმელის ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის და 32-ე ტურში ბაიერნს ეწვია და 3:3 ითამაშა.

არადა, ჩვენებურის გუნდი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა: ანგარიში სწორედ ქართველმა გახსნა – საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთზე ყველაზე უკეთ გაერკვა; მალევე ჰაიდენჰაიმი დინკჩის გოლით 2:0 დაწინაურდა; ბაიერნმა გორეცკას მოხდენილი ჯარიმით ტაიმის ბოლოს გაქვითა; 57-ე წუთზე გორეცკამ ანგარიში გაათანაბრა; 76-ე წუთზე ზივზივაძის შედევრი და ჰაიდენჰაიმი ისევ წინ არის; თითქოს სამ ქულას წინ არაფერი ადგა, მაგრამ მსაჯის მიერე კონპენსირებული დროის 10-ე წუთზე რამაის ავტოგილი და 3:3.

ზივზივაძემ, რომელიც 81-ე წუთზე შეცვალეს, ზედიზედ მეოთხე მატჩში ხუთი გოლი გაიტანა, სულ კი, ექვსი მოუგროვდა.

ჰაიდენჰაიმი კი, 23 ქულით კვლავ ბოლო ადგილზე რჩება, გასავარდნ ზონას სამით ჩამორჩება, მაგრამ მეტოქეებს სათამაშო აქვთ. ბუდუს გუნდი მომდევნო ტურში კიოლნს ესტუმრება.

გერმანიის ბუნდესლიგაშივე გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა სტუმრად 2:1 აჯობა ფრანკფურტის აინტრახტის და ამით ელიტაში ადგილი გაინაღდა.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა და საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია.

ჰამბურგს 34 ქულა გაუხდა და მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში ჩვენებურის გუნდი ფრაიბურგს უმასპინძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები