გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

იბერია ლიდერია, დინამოები ბათუმში დაზავდნენ

გააზიარეთ

დასრულდა მეორე წრის პირველი ტური, რომლის მეორე დღე ბევრად უფრო გულუხვი აღმოჩნდა. სამ მატჩში გუნდებმა 11 გოლი გაიტანეს.

მეშახტე-იბერია 1:4

0:1 ბედოშვილი (10); 1:1 სიხარულიძე (20); 1:2 ღუდუშაური (42); 1:3, 1:4 ბედოშვილი (75, 79)

მეშახტემ ტურში იბერიას უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. მატჩის გამორჩეულ ფეხბურთელად ვახო ბედოშვილი იქცა, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა. იბერიელთაგან ერთი გოლიც პაატა ღუდუშაურის ანგარიშზეა. ტყიბულელთა მხრიდან კი, ირაკლი სიხარულიძე გამოირჩა.

დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 2:2

1:0 მილჩენკო (2); 1:1 კალანდაძე (22); 2:1 კალანდარიშვილი (45პ); 2:2 რამუში (47)

გაძევება: ოსეი (18)

დინამოელთა ჯახი 2:2 დასრულდა. არადა, თითქმის მთელი მატჩის მანძილზე ზღვიპირელებმა მეტობაში ითამაშეს.

ანგარიშიც მასპინძლებმა გახსნეს – მეორე წუთზე არტიომ მილჩენკომ გაიტანა. დედალაქელმა ბარნს ოსეიმ კი 18 წუთში ორი ყვითელი ბარათის მირება მოასწრო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მიუხედავად ამისა, თემურ ქეცბაიას შეგირდებმა გაათანაბრეს.

მასპინძლები ტაიმის ბოლოს VAR-ზე გადამოწმებული პენალტით დაწინაურდნენ – ნიკა კალანდარიშვილმა 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისელებმა ისევ გაათანაბრეს. ეს როდრიგო რამუშმა გააკეთა.

დარჩენილ დროში გუნდებს საგოლე მომენტები კი ჰქონდათ, მაგრამ ვეღარ გაიტანეს და მატჩის ფრედ მორჩა.

სამგურალი-გაგრა 2:0

1:0 ჯანჯღავა (16); 2:0 სებოლინია (24)

სამგურალს რომ არ მოეგო, ბოლო ადგილზე რჩებოდა, მაგრამ იმერულმა გუნდმა უკეთ ითამაშა და 2:0 მოიგო.

მატჩის ბედი საწყის 25 წუტში გადაწყდა – ჯანღავასა და სებოლინიას გოლებით მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს და შემდეგ საქმე მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.

სატურნირო ცხრილი:

1.იბერია 10 6 2 2 17-8 20

2.რუსთავი 10 5 3 2 12-7 18

3.დილა 10 5 1 4 8-7 16

4.ტორპედო 10 4 3 3 17-8 15

5.სპაერი 10 3 3 4 13-13 12

6.დინამო (თბ) 10 2 6 2 10-10 12

7.სამგურალი 10 3 2 5 10-17 11

8.გაგრა 10 2 4 4 9-14 10

9.მეშახტე 10 1 7 2 6-11 10

10.დინამო (ბთ) 10 1 5 4 10-17 8

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი