გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ბუსკეცის შემდეგ კარიერას ბარსას სხვა ლეგენდაც ასრულებს

გააზიარეთ

რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ კატალონიის ბარსელონას ლეგენდა, ამჟამად კი ინტერ მაიამის ნახევარმცველი სერხიო ბუსკეცი კარიერას ასრულებს.

ახლა კი, ბარსელონას მორიგი გამორჩეული ფიგურა, ხორდე ალბა სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს სეზონი მისთვის ბოლოა პროფესიონალურ კარიერაში:

“მადლობა, ფეხბურთო – გადავწყვიტე, სეზონის ბოლოს კარიერა დავასრულო. ახლა იდეალური დროა ახალი თავის დასაწყებად და წინა თავის საუკეთესო განცდებით დასასრულებლად. ფეხბურთმა აბსოლუტურად ყველაფერი მომცა, რაც მინდოდა”, – განაცხადა ალბამ.

შესაბამისად, ბარსელონადან ინტერ მაიამიში შეკრებილი თანაგუნდელები ნელ-ნელა ბუცებს ლურსმანზე კიდებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი