გამოგვიწერეთ

კალათბურთი

“უკეთეს დებიუტს ვერც წარმოიდგენდა”, – ამერიკული მედია სანდროზე

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილმა სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი შეიცვალა და ტორონტო რეპტორსს მიაშურა, სადაც გაზრდილი სათამაშო დრო და როლი უნდა ჰქონდეს.

მამუკელაშვილმა ტორონტოს მაისურით პირველი არაოფიციალური შეხვედრა გამართა – პრესეზონზე კანადელები დენვერს დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველი ფორვარდი თავისი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

სწორედ ამაზე წერს გამოცემა Toronto Star:

“როცა სანდრო ტორონტოს მაისურით დებიუტზე ფიქრობდა, ამაზე უკეთესს რთულად თუ წარმოიდგენდა. პირველივე შეხვედრაში მამუკელაშვილმა 15 ქულა დააგროვა, ხოლო მისი ჩატენვა მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო.

ბუნებრივია, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მამუკელაშვილი ყველა შეხვედრას ამ დონეზე ჩაატარებს. ახლა მთავარი ისაა, შეძლებს თუ ვერა სანდრო თავისზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებას, რადგან მამუკელაშვილს ყველა თამაშში ექნება როტაციაში როლი”, – წერს Toronto Star.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი