გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

“გაყიდეთ რუსი”, – პსჟ-ს უკრაინელმა სამიზნემ რუსთან თამაში იუარა

გააზიარეთ

სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისიდან პსჟ დაცვის ხაზის გაძლიერებას ცდილობს და ამისთვის იდეალურ ვარიანტად ბორმუთის ახალგაზრდა მცველი ილია ზაბარნი მიაჩნია.

ლუის ენრიკე ახალგაზრდა უკრაინელი მცველით მოხიბლულია და მისი დამატება თავის შემადგენლობაში სურს, თუმცა ტრანსფერი მარტივი არ იქნება, რადგან მას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს.

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, პსჟ-ში ტრანსფერისთვის ზაბარნის მთავარი მოთხოვნა სპორტულზე მეტად პოლიტიკური ხასიათისაა – მას პარიზელთა რუს მეორე მეკარესთან, მატვეი საფონოვთან თამაში არ სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ მზადაა, ზაბარნის მოთხოვნის შესაბამისად საფონოვი გაყიდოს, თუმცა ეს ტრანსფერს გარანტირებულს არ გახდის, რადგან ილია ინგლისიდან საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლაზე ყოყმანობს.

შესაბამისად, ტრანსფერი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, თუმცა პსჟ-სა და ენრიკეს ინტერესი იმდენად დიდია, რომ გუნდი გაჩერებას არ აპირებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები